ხუთშაბათი, 2024-04-25, 8:14 PM
BesT WareZ
მოგესალმები MOMXMAREBELTA REITINGI | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ

კატალოგის კატეგორია
ლექსები [0]
მოთხრობები [0]
მწერლების ბიოგრაფიები [1]
ფრაზები [2]

მინი-ჩათი

ჩვენი გამოკითხვა
ROMELI GUNDI GIRCHEVNIAT??
Всего ответов: 3835

მთავარი » სტატიები

სულ კატალოგში მასალაა: 3
ნაჩვენებია მასალა: 1-3

მოგზაურობა ევროპაში
(ლექსიკონით)
ლექსიკონი

ავაზი - ავაზა, ვეფხვის ჯიშის ცხოველი, მოშინაურებულით ნადირობენ
ავრეზი - უნაყოფო
ავშარა - ულაგამო აღვირი
აზვავდი - გაამაყდი, ადიდდი
აზირი - ნაშუადღევი, ნაშუადღევის ჯერი, ნაშუადღევის პურის ჭამა
აინახანა - სარკეებიანი დარბაზი
ალაბულა - ნოტიოში (= სითხეში) ბეწვი ჩალანარევი (საბა)
ალავერდი - ნედლი თივა
ალიზი - გამოუწვავი აგური
ალქატი - გლახაკი, ცუდი
ალყა - აბრეშუმის ან ცხვრის ნაწლავის ძალი, სიმი
ამარტა - ეშმი, ქარვა
ამაყოჩა - ამაღერა, უსარგებლოდ ამზარდა ისე, რომ ნაყოფი არ გამომაღებინა
ამბჭალოს - ბჭალებით ამიყვანოს, ამიტაცოს
ანტე - ანტიქრისტე
არავი - სამხრეთის ქარი
არგანი - ხელჯოხი
არდაგი - წელსქვეით მოსაფარი
ასამინი - იასამანი
ასლანი - ფულის ერთეული
ასპანური - ფულის ერთეული
ასფოდელოს - სამოთხე
აყაფი - ხის აღვირი
აშეთდი - გაგიჟდი, გახელდი
აშკი - მავთული
აშკმული - პირდაღებული
ახი - ოხვრა, კვნესა

ბაგირი- მსხვილი თოკი, საბელი
ბაზი - მიმინო, შევარდენი
ბაზმი - სანათი
ბალახანა - ზედა ოთახი
ბარჯი - კაპიანი ჯოხი
ბაყლი - ჩირქი
ბერა - ბაკიდან ვიწრო გასასვლელი, რომლიდანაც რიგ-რიგად გაატარებენ მოწველილ ცხვარს
ბერფუყი - ბებერი, ფუღუროიანი, დაფუტუროებული (ხე)
ბილდირგა - ხმლის ან მათრახის თასმა
ბინიში - მოსასხამი
ბისტი - ფულის ერთეული
ბიღი - გრძელი ულვაში
ბმო - დიდი მუწუკი
ბობღნი (ბობღანი) - ტყავგადაკრული საკრავი, დაფი, დაფდაფი
ბური - ბურუსი, ნისლი, ბუღი, ალმური
ბუხუა - ნედლი კუნძი

გაზი - მარწუხი
გაიმქისაროს - მქისე გაიხადოს, გაიმწაროს, მოიშხამოს
განიგარი - განზე გაიყვანე
განწვალა - გათიშა, გამოყო
გასალამად - ღვარად (ლამი-ღვარი)
გარდაელანგე - ლანგად, ალესილად მოევლინე
გარიელი - ფრინველია
გასაკმარი- გასაცუდებელი, გასატრიზავებელი, სასაცილოდ ასაგდები
გასასტერები - გასაშტერებელი
გაუარმებ - გაუმწარებ, ჩაუშხამებ
გეთნებით - პირში მოგეფერებით, მოგიწონებთ
გოლი - ფიჭიდან გამოუწურავი თაფლი
გულყო - ყელზე გადასაცმელი მახე (საბა)
გურგული - გიზგიზი

დაზი - დაიწიე, დაიზიდე
დარვიში - მწირი, მათხოვარი
დარაჯა - დარაჯები, ყარაული
დასამალმად - დასამალამოებლად
დაყათრული - შვიდ-შვიდადა, შვიდეულებად დაყოფილი, დაჯგუფებული, ძალიან დატვირთული
დელი - გიჟი, ფიცხი
დიბა - აბრეშუმი
დილმაჯი - თარჯიმანი
დორი - ზურგის მისაყუდებელი ბალიში (საბა)
დოსტაქანი - დიდი სასმისი
დოულ-ყავალი - დოლ-დაირა
დრამა - ვერცხლის წვრილი ფული; საწყაო
დრანჯობა - ურცხვი აშიყობა (საბა)
დუგუნი - საწათხე, წათხის (ბალღამის) სადინებლად ტანზე მოიკიდებენ
დუკა - თავადი

ებრენიკი - ხორბლის ჯიში
ენასება - ცუდად ეჩვენება, არ მოეწონება
ენუკათ - ეგემათ, სიამოვნებით ეჭამათ
ერქვანი - სახვნელი იარაღი, გუთანი
ეტიკი - მეგზური, გზის მაჩვენებელი, ყოლაოზი
ეშყი- მომხიბლველობა, სიყვარული

ვანი - ბინა, სადგომი, სამყოფელი
ვარსამი - დალაქი
ვარჯი - ქოჩორი
ვარჯოვანი - ვარჯიანი, შტოებიანი, «ხენი რტოშვენიერნი, გინა ქოჩრიანი» (საბა)
ვახი - საკრავის სახელწოდება

ზავთი - რიხი-ბაქი
ზაკვა - ღალატი, პირფერობა
ზანგუბრელი - ზანგი
ზარბაბი - ოქრომკედით ნაქსოვი
ზარდახშა - კიდობანი, სკივრი
ზარი - ოქრო, ოქრომკედით ნაქსოვი
ზარიფი - კოხტა, ნატიფი
ზარქაში - ოქრომკედი, ოქროს ძაფი
ზვერი - ხარკი, ბაჟი
ზილი - წვრილი ხმა გალობაში
ზილფი - დალალი, თმა
ზირანდაზი - ძირსგასაშლელი ნოხი
ზნოვანი - ხელიანი, ხელის მიმცემი, ცუდი გემოს მიმცემი
ზოზღნა - გაუბედავად ლაპარაკი, თქმა რომ უძნელდება
ზუზვით - გამოზომვით, ძუნწად

თათვალი - ინდური ფრინველი
თალარი - ფანჩატური
თაჯი - გვირგვინი
თბე - ცომი
თბილ-თაჯა - ერთგვარი ჯავახური პური
თოქმაჩი - მეთუნუქე
თუთი - თუთიყუში

იარი - სატრფო, მეგობარი
ილაო - ავადმყოფობის სახელი, ნაწლავის გადანასკვა
ილინჭა - მახე; «ჩიტის მახე», «მახე გალიათა მსგავსი სირთათვის» (საბა)
ილმენით - შეიბრალეთ
ირისე - ცისარტყელა
ისხარი - ჩქარი წვიმა, თქეში
 
 GAGRDZELEBA! metiswakitxvashi
მწერლების ბიოგრაფიები | ნანახია: 5181 | დაამატა: sherozia | თარიღი: 2008-06-20 | კომენტარი (5)

1 რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
  ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
  ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
და მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.

2 ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,
  შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
  მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,
და ცოდვათა შემსუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

3 ვის შვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
  მეფისა მზის თამარისა ღაწვ-ბადახშ-თმა-გიშერისა,
  მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა შე-რისა,
და მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ მი-შერისა.

4 თამარს ვაქებდეთ მეფესა, სისხლისა ცრემლ-დათხეული,
  ვთქვენი ქებანი ვისნი მე, არ-ავად გამორჩეული.
  მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,
და ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.

5 მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,
  ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,
  ბროლ-ბადახშისა თლილისა, მით მიჯრით მიწყობილისა,
და გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.

6 აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება,
  ძალი მომეც და შეწევნა, შენგნით მაქვს, მივსცე გონება,
  მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,
და მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.

 

ფრაზები | ნანახია: 1194 | დაამატა: sherozia | თარიღი: 2008-06-20 | კომენტარი (0)

მე შენ მიყვარხარ, არა იმიტომ რომ შენ ხარ,   არამედ ვინ ვარ მე, როცა შენს გვერდით ვარ. არცერთი ადამიანი არ იმსახურებს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს, არასოდეს აგატირებს შენ. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა რო უყვარდე, იმას არ ნიშნავს, იმ ადამიანს მთელი გულით არ უყვარხარ. ნამდვილი მეგობარი ის არის , რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს. ყველაზე საშინელი მონატრებაა, იყო მის გბერდით და აცნობიერებდე, რომ ის არასდროს იქნება შენი. არასდროს მოიშორო სახეზე ღიმილი მაშინაც კი, როდესაც სევდიან განწყობაზე ხარ, ვიღაცას   შეიძლება შენი ღიმილი უყვარდეს. შეიძლება ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ. არ ფანტო დრო იმ ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფვის იმისკენ, რომ დრო შენთან ეთად ატაროს. შეიძლიბა ღმერთს სურს, რომ ხვდებოდეთ ყვარგის ადმიანებს მანამ, სანამ შეხვდები იმ   ერთადერთს... იმიტომ,   რომ როცა ეს მოხდება ჩვენ მდლიერნი ვიყოთ. ნუ ტირი იმიტომ რო, ეს დამთავრდა, გაიღიმე იმიტომ რო, ეს იყო. ყოველთვის მოიძებნებიან ისინი ვინც   ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ   უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი. გახდი უკეთესი და შენვე მხვდი თუ ვინ ხარ, სანამ შეხვდები ახალ ადამიანს იმ იმედით, რომ შენ ის გაგიგებს, შეგიცნობს...... ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება.
ფრაზები | ნანახია: 1045 | დაამატა: sherozia | თარიღი: 2008-06-20 | კომენტარი (0)

შესვლის ფორმა

ძებნა

საიტის მეგობრები
 
    My status
     

    სტატისტიკა

    Copyright MyCorp © 2024 Make a free website with uCoz