ორშაბათი, 2024-04-29, 5:08 PM
BesT WareZ
მოგესალმები MOMXMAREBELTA REITINGI | RSS
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ

სიახლეების განყოფილება
Games/თამაშები [143]
Movies/ფილმები [88]
Clip/კლიპები [19]
Music/მუსიკები [47]
Software/პროგრამები [2634]
Other/სხვადასხვა [7]
SKaTeBoarding [4]
PSP/პსპ [9]
Prikols/პრიკოლები [11]
Pocket Pc/Games [1]
Mobile/მობილურისთვის [7]
Pocket Pc/Software [1]
Windows/xp+vista [3]
LoVe/სასიყვარულო [3]
Counter Strike [15]
Pictures/სურათები [5]
DICTIONARY [2]
Xtreme in BaTuMi [0]
Xtreme Music [0]
GAMES FOR PS2 [2]
el. books [2]
WINDOWS [158]
INTERENTING [1]
SPORT [2]
SERIALS [2]
LOST & 4400 [3]
GAMES FOR DC [5]
ANIME [2]

მინი-ჩათი

ჩვენი გამოკითხვა
ROMELI GUNDI GIRCHEVNIAT??
Всего ответов: 3835

მთავარი » 2008 » ივნისი » 20 » ნიკოლოზ ბარათაშვილი (1817-1845)
ნიკოლოზ ბარათაშვილი (1817-1845)
9:45 PM

ნიკოლოზ ბარათაშვილი (1817-1845)

ჩემი საყვარელი ლექსია მერანი და შედი სრულში, და ისიამოვნე

ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა თბილისში, თბილისის თავადაზნაურობის მარშლის მელიტონ ბარათაშვილის ოჯახში. დედა ეფემია გახლდათ და პოეტ გრიგოლ ორბელიანისა და ერეკლე II-ის შვილიშვილი. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827-1835). ნიკოლოზის მასწავლებელი იყო 1832 წ. შეთქმულების ყველაზე რადიკალური ფრთის ლიდერი სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. პოეტმა უსახსრობის გამო ვერ აისრულა პეტერბურგში განათლების მიღების სურვილი, ვერც სამხედრო სამსახურში გამწესებისა (კოჭლობის გამო). 1832 წ. შეთქმულების დამარცხებამ მას განუკურნებელი ჭრილობა მიაყენა. 1835 წლიდან უბრალო ჩინოვნიკად მუშაობდა სამართლისა და განჩინების ექსპედიციაში. 1844 წ. სამსახურის საძიებლად წავიდა ნახიჭევანში, ხოლო 1845 წ. - განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ 27 წლისა გარდაიცვალა ავთვისებიანი მალარიით. 1893 წ. განჯიდან დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს, ხოლო 1938 წ. დიდუბიდან მთაწმინდაზე.

ნ. ბარათაშვილის ლექსები ხელნაწერებად ვრცელდებოდა. ფართო საზოგადოებისთვის მათ გაცნობაში დიდი წვლილი მიუძღვის ილია ჭავჭავაძეს. პოემა „ბედი ქართლისა“, რომელშიც სამშობლოს ბედზე წუხილია გადმოცემული, 22 წლისამ დაწერა. მისი უპირველესი ოცნება ქვეყნის თავისუფლება და ეროვნული იდეალების განხორციელება იყო.

მერანი

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარა კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!

რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობართა;
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს ტკბილმოუბარსა, -
სად დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო;
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!

კვნესა გულისა, ტრფობისა ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,
და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი შენი, შავად მღელვარი!

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის;
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის, -
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის, -
და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მომაყრის!

სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!
გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!

დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

მაისის 9-სა.
1842

კატეგორია: DICTIONARY | ნანახია: 1073 | დაამატა: sherozia | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა

სიახლეების კალენდარი
«  ივნისი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ძებნა

საიტის მეგობრები
 
    My status
     

    სტატისტიკა

    Copyright MyCorp © 2024 Make a free website with uCoz